საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. "თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება, ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა განმტკიცდეს და იყოს მომზადებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. მიხეილ ჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა. მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების ნორმალიზება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და ვფიქრობ, ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ არა კომპრომისების, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გვაქვს დღეს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.