პოლიტიკა
„მეჭიაურის განცხადება „ქართული ოცნების“ კურსს აცილებულია“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა პარლამენტარ თამაზ მეჭიაურის განცხადებას.

 "ნამდვილად უნდა ვთქვა დიდი სინანულით, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ კურსს, რომელიცქართულ ოცნებასდა საქართველოს მთავრობას აქვთ და რომელიც, თავის მხრივ, „ქართული ოცნებისსაგარეო კურსის გამომხატველია. ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტიაქართული ოცნებისსაგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს”, - განმარტა პრემიერ–მინისტრმა.

 ამგვარად, გაახმოვანა რა ბოლო დღეებში ის, რასაც ფიქრობს მთელი ქართველი ხალხი და რაზეც უკვე 20 წელზე მეტია ლაპარაკობენ ქართველი პატრიოტები – მცირერიცხოვანი პოლიტოლოგები და პუბლიცისტები, მათ შორის – განაცხადა რა გუშინ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე (სამაჩაბლო) უარის თქმის ხარჯზე ნატოში საქართველოს შესვლის თანხმობის საკითხზე საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, თამაზ მეჭიაური ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი გახდა საქართველოში, ყველაზე დიდი ელექტორატითა და საყოველთაო მხარდაჭერით.