საზოგადოება
უნივერსიტეტის რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩიეს

aleksandre-kvitashviliქვეყნის უდიდესი და უძველესი უმაღლესი სასწავლებლის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორად 27 დეკემბერს აირჩიეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც ამა წლის აგვისტოდან ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს თსუ-ს პრესსამსახურში აცნობეს, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში ჯერ კიდევ ნოემბრიდან დარეგისტრირდა 6 კანდიდატი: ალექსანდრე კვიტაშვილი, ნიკოლოზ ლელუაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, თეიმურაზ ურუშაძე, მარიამ ცაცანაშვილი და გიორგი ჭინჭარაული. ამ უკანასკნელმა შემდგომში თვითონ მოხსნა თავისი კანდიდატურა.

რექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აკადემიურმა საბჭომ აირჩია 12 წევრის შემადგენლობით. რექტორის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 4 წლით.

თსუ-ს ყოფილი რექტორი გიორგი ხუბუა, რომელიც უნივერსიტეტს ბოლო რამდენიმე წლის გამავლობაში მართავდა, აგვისტოს დასაწყისში თანამდებობიდან გადაგა, იმ სკანდალის შემდეგ, რომელიც ათეულობით რარიტეტული გამოცემის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკიდან გაქრობას უკავშირდებოდა.