საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. კარგად დაიმახსოვრეთ ეს რამდენიმე ნაციონალ-არამზადა - ეს სააკაშვილის რაზმია, რომელიც მას საქართველოში დარჩა! „საქინფორმს“ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ნაციონალები 200 - 200 ლარს ჰპირდებოდნენ ყველას, ვინც თბილისში, ვაკის პარკში მივიდოდა და გეორგიევსკის ბაფთას ჩამოგლეჯდა ვეტერანს ან ნებისმიერ პატრიოტს. მაგრამ თბილისში ეს პროვოკაცია არ შედგა - სააკაშვილის 200 ლარს ხელი არავინ მოჰკიდა.
სამაგიეროდ, არამზადებმა დაპირისპირება სცადეს გორში - ინციდენტი სტალინის გამზირზე, ნამცხვრის სახლთან მოხდა. როდესაც სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა დამთავრდა, აქციის მონაწილეები ცენტრალური მოედნისკენ გაემართნენ. მათ 5-6 ნიღბიანი არამზადა დახვდა შეძახილებით - “არა რუსეთს, არა ფაშიზმს, გაუმარჯოს სამაჩაბლო-აფხაზეთს, მონებო!" - და უწმაწური, უხამსი სიტყვებით (ვიდეო იხ. აქ). შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ერთ-ერთი მათგანი ამოიცნო. ეს არის ვახტანგ გაგნიძე, რომელიც მიშას „ნაც - ანალური მოძრაობის“ აქტივისტია.