უცხოეთი
„ვისურვებდით გაგვეგო, რას ნიშნავს ეს განცხადებები?“ – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი დეპარტამენტის კომენტარი ამერიკა–საქართველოს სამხედრო სწავლებებთან დაკავშირებით

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი.  წყარო: რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი. „ყურადღება მივაქციეთ ამა წლის 11–26 მაიის მოსალოდნელ, ამერიკა–საქართველოს სამხედრო წვრთნებისთვის „Noble Partner 2016მასშტაბურ მზადებას, რომლის ძირითადი ამოცანებადაც გამოცხადებულია ქართული არმიის მომზადება ნატოს რეაგირების ძალებში მონაწილეობისა და „საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის პოტენციალის განმტკიცება“. წვრთნების ფარგლებში ასევე ხორციელდება ალიანსის წევრი–სახელმწიფოების სამხედრო ტექნიკის გადასროლისთვის მოქმედებათა დამუშავება. თუ გასულ წელს იგზავნებოდა ქვეითი საბრძოლო მანქანები, ახლა ბულგარეთიდან ბორნით ჩამოვიდა ტანკები „აბრამსი“.

 ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ასეთ თანმიმდევრულ „ათვისებას“ განვიხილავთ პროვოკაციულ ნაბიჯად, რომელიც მიმართულია ამიერკავკასიის რეგიონში სამხედრო–პოლიტიკური ვითარების შეგნებული რყევისკენ. ამას ხელს უწყობს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ თბილისის რევანშისტული მისწრაფებების ღიად წაქეზება.

 ამის მორიგ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დ. უსუფაშვილის ბოლო დროს გაკეთებული საჯარო განცხადებები. ნათქვამი იყო, რომ სანამ ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოს შეიარაღებული ძალების მისია შეუსრულებელი რჩება”. მისი შესრულების საფუძვლად კი სპიკერმა არა მხოლოდ ქართველი სამხედროებისა და ოფიცრების გმირობა”, არამედ პარტნიორების - ნატო-ს წევრი ქვეყნების დახმარებაც დაასახელა. ვისურვებდით, გაგვეგო, რას ნიშნავს ეს განცხადებები?“.