უცხოეთი
სააკაშვილი პოროშენკოს დაემუქრა, რომ ახალ პროკურორს ოდესის ოლქში არ შეუშვებს

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი.  „მე პრეზიდენტს ვუგზავნი წერილს და თხოვნით მივმართავ, ოდესის ოლქში რევანშისტების მხრიდან არეულობა არ დაუშვას. ჩვენი ბოლო შეხვედრისას პრეზიდენტი დამპირდა ისეთი პროკურორის დანიშვნას, რომელიც საზოგადოების ნდობით სარგებლობს.

თუ კრიმინალური გენერალური პროკურატურა მაინც თავისი კადრის დანიშვნას შეეცდება, ოდესელებთან ერთად, პროკურატურის შესასვლელთან დავდგები და ისევე, როგორც სტოიანოვის შემთხვევაში, დამნაშავე-კორუფციონერი დაჯგუფების მხრიდან ოდესის პროკურატურის დაპყრობას არ დავუშვებ“, – წერს „ფეისბუქზე“ მიხეილ სააკაშვილი.