საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი თავის Facebook-გვერდზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ელისაშვილის და ალასანიას აქტივობებს აკომენტებს.
„ეს არის საუკეთესო ნიმუში იმისა, თუ როგორ „ფუტლიარებს“ აქვთ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავებზე. ელისაშვილმა მიიღო პანჩური - 20 კაციც ვერ გამოიყვანა ივანიშვილის წინააღმდეგ. ახლა ირაკლი ალასანია მოუწოდებს საზოგადოებას, გამოდით და ერთად მოვიშოროთ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობაო...
თქვე ტარტაროზებო, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ თავისი ავტორიტეტი მოგაშველათ, მილიონებიც ჩაგიდოთ ჯიბეში, ისე გაგაგზავნათ სამეგრელოში და მაინც წააგეთ ყველა რაიონი, ახლა რა ავადმყოფური პრეტენზიები გიჩნდებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით?! აბა, მიდი, ირაკლი, გამოიყვანე ხალხი, უნდა დაგთვალოთ, დარწმუნებული ვარ, ელისაშვილი გაჯობებს!
ხალხს ესენი პოლიტიკოსები ჰგონია და სინამდვილეში მენახირეებიც არ არიან - საერთოდ ვერ გრძნობენ, რა დროს შეიძლება ხალხის გამოყვანა და რა დროს შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლაზე ფიქრი. თქვენი მატარებელი უკვე ჩავლილია, მაგრამ თუ თვლით, რომ ასე არ არის, მაშინ დაელოდეთ, იქნებ სიზმარში მაინც ჩამოიაროს?!“ - წერს, კერძოდ, გელა ზედელაშვილი.