საზოგადოება
საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე პოლონეთის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
გიორგი ალიბეგაშვილმა პოლონელ ხალხს კონსტიტუციის დღე მიულოცა და ორი ერის მეგობრობაზე ისაუბრა. საზეიმო ღონისძიება, რომელიც პოლონეთის საელჩოს ორგანიზებით რესტორანში „ქართული სახლი“ გაიმართა, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკიმ გახსნა.
მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თბილისის საკრებულოს ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგიშვილი, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.