სამართალი
საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელსა და სოფელ წყალტუბოში მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების წინ განთავსებული პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება. მსგავსი პროვოკაციები შესაძლოა მიზანმიმართულად მომავალშიც განხორციელდეს. ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია, არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დარღვევა ან ფაქტი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს, დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს, საჭიროების შემთხვევაში კი დაიწყოს გამოძიება“.