სამართალი
„დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ - „ოკუპაციის მუზეუმში“ სტალინის და ბერიას „დიდი ტერორის“ ამსახველი „მხატვრულ-დოკუმენტური“ ნაწარმოებების პრეზენტაცია გამართა

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ა.წ. 7 მაისს, დიდ სამამულო ომში, უმაღლესი მთავარსარდლის, გენერალისიმუსი ი. ბ. სტალინის ხელმძღვანელობით საბჭოთა ხალხის გამარჯვების დიადი გამარჯვების 71-ე წლისთავამდე 2 დღით ადრე, 08.08.08 მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მიერ გახსნის „ოკუპაციის მუზეუმში“  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივის მიერ გამოცემული ჟურნალ ,,საარქივო მოამბის“ ახალი ნომრის, ასევე, საარქივო დოკუმენტების საფუძველზე მომზადებული მხატვრული ნაწარმოების - ,,დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
 “ჟურნალ საარქივო მოამბის“ მე-16 ნომერი სახელმწიფო რეპრესიული მანქანის ფუნქციონირების თავისებურებებს ასახავს, რაც საბჭოთა რეალობაში ე.წ. დიდი ტერორის“ პერიოდში გამოვლინდა, როდესაც უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა, შორეულ ბანაკებში გადასახლება, უნდობლობა და შიში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.
 ნაწარმოებში - დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ ასახულია სტალინისა და ლავრენტი ბერიას ეპოქის შინსახკომის თანამშრომელთა ცხოვრება, მათი 
დაუნდობელი ქმედებები, სისხლის სამართლის საქმეთა გაყალბების ფაქტები, არაადამიანური მოპყრობის სცენები, წამების, მორალური ზეწოლის ისტორიები. 
 წიგნი გაფორმებულია უნიკალური თემატური ილუსტრაციებით“, - იუწყება საქართველოს შსს საიტი police.ge.