სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ჩინური მასაჟის სამი სალონის ადმინისტრატორები, ჩინეთის მოქალაქეები: ჰონგიან , იანვეი . და ჩუანსია . პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

 ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.