საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. პარტია „მემარცხენე ალიანსი“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„მემარცხენე ალიანსის“ დუშეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ნუგზარ ვერძეულზე შალვა ნათელაშვილის დავალებით პროვოკაციული თავდასხმა განხორციელდა.
დუშეთის რაიონში „მემარცხენე ალიანსის“ გააქტიურებამ, ადგილობრივი ოფისის გახსნამ, მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდამ, ასევე ლეიბორისტული პარტიის ყოფილი მხარდამჭერების მასობრივმა შემოერთებამ გააღიზიანა წარმოშობით ბაზალელი ნათელაშვილი. ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის დავალებების შემსრულებელმა ნათელაშვილმა „მემარცხენე ალიანსის“ დუშეთის რეგიონულ ხელმძღვანელს შურისძიების მიზნით ხალხი დაახვედრა. ნათელაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წინასწარ მომზადებული პირები ვიდეოკამერით იღებდნენ.
კატეგორიულად ვაფრთხილებთ სააკაშვილ-ნათელაშვილს, მათ მიერ განხორციელებულ ნებისმიერ პროვოკაციას ჩვენი მხრიდან გაეცემა ადეკვატური პასუხი“.