პოლიტიკა
“გააძევეთ პოლიტიკური ვამპირი სააკაშვილი!” - ჯუმბერ კირვალიძე ოდესელებსა და ოდესის ოლქის მცხოვრებლებს მიმართავს

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. “გააძევეთ პოლიტიკური ვამპირი სააკაშვილი და გადაარჩინეთ თქვენი მშვენიერი ქალაქი და მხარე სისხლიანი ბაკქანალიისგან, რომელსაც სააკაშვილი, მისი ავზნიანი ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებლად მოაწყობს, ვიდრე სახელმწიფო თანამდებობაზე რჩება!

 სამწუხაროდ, თქვენი სახელმწიფოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა არ გაითვალისწინეს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რაც მან საქართველოს პრეზიდენტად ყოფნისას ჩაიდინა და თქვენს ქალაქში და ოლქში მოავლინეს ხელმძღვანელ პოსტზე!

 მიუხედავად იმისა, რომ ავანტიურისტი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე და სახელმწიფო ჩინოვნიკი გახდა, ოდესიდან მაინც განაგრძობს სისხლიანი პროვოკაციების დაგეგმვას საქართველოში! ქართველი ხალხი აღარ წამოეგება მოძალადე სააკაშვილის და მისი "ნაცმოძრაობის" ხრიკებს, რადგანაც კარგად იცნობს მათ სისხლიან "საქმიანობას"!

 უკრაინელო მეგობრებო, გისურვებთ, რომ მალე გააცნობიეროთ, თუ რა საშიშროება გელით სააკაშვილისგან და რაც შეიძლება სწრაფად განთავისუფლდეთ მისგან! ამავდროულად, ნუ გააიგივებთ პოლიტიკურ ვამპირ სააკაშვილს ქართველ ხალხთან, ამიტომ ყურად იღეთ ჩვენი ეს თხოვნა–გაფრთხილება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა უერთდება!“, - წერს ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი.