საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. „SPUTNIK. მნენიას“ მონაცემებით, კითხვაზე — „ვინ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი მეორე მსოფლიო ომში?“, შემოთავაზებული ხუთი პასუხიდან (დიდი ბრიტანეთი, სსრკ, აშშ, სხვა ქვეყნები, „არ ვიცი“) გამოკითხულთა მხოლოდ 15%-მა დაასახელა სსრკ. აშშ-სა(79%) და საფრანგეთის (58%) მოსახლეობის უმეტესობა და გერმანიის (50%) მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ აშშ-ის არმიას აქვს ლიდერის როლი ფაშიზმზე გამარჯვებაში.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (59%) თვლის, რომ სწორედ მათ ქვეყანას აქვს ლიდერის პოზიცია ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეორე მსოფლიო ომში აშშ-ს ლიდერად ბრიტანელების მხოლოდ 11% ასახელებს, ხოლო სსრკ-ს15%. მონაცემები კვლევის შედეგების საფუძველზე გამოქვეყნდა, რომელიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო SPUTNIK-ის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFOP-მა და ბრიტანულმა კომპანია POPULUS-მა ჩაატარა.
გამოკითხვა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის 15-21 აპრილის პერიოდში ჩაატარა. საფრანგეთსა და გერმანიაში კი ფრანგულმა კვლევითმა კომპანია Ifop-მა 2016 წლის 14-18 აპრილის პერიოდში. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ.
გერმანიაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარ ძალად სსრკ-ს ასახელებს — 24%, ამასთან აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან: დასავლეთ გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 16% აღიარებს სსრკ-ის როლს, აღმოსავლეთ გერმანიაში კი 55% და ბერლინში — 35%. აშშ-ში სსრკ-ის როლს ნაციზმთან ბრძოლაში იშვიათად აღნიშნავენ — 7%, საფრანგეთში კი 12%.
იმ ქვეყნების მოსახლეობის 14-15%-მა, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, ვერ შეძლეს კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ ვინ ითამაშა გადამწყვეტი როლი მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის ნაციზმისგან გათავისუფლებაში. მაგალითად, თითოეულ ქვეყანაში რესპონდენტების 1-2% თვლის, რომ ევროპის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი სხვა ქვეყნებმა შეასრულეს.
ბოლო 70 წლის განმავლობაში ევროპაში სსრკ-ის როლის აღქმა რადიკალურად შეიცვალა. ამაზე საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ინსტიტუტის Ifop-ის მონაცემები მეტყველებს. იმ პარიზელთა წილი, რომლებიც ფაშიზმზე გამარჯვებაში სსრკ-ის როლს აღიარებს, 61%-დან (1994წ.) 20%-მდე (2004წ.) დაიწია.
სხვადასხვა შეფასებებით, წითელმა არმიამ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიების 50% გაათავისუფლა და მოკავშირეებთან შედარებით, დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა. წითელი არმიის მიერ გათავისუფლებული მოსახლეობის საერთო რაოდენობა დღევანდელი ევროპის 16 დამოუკიდებელი სახელმწიფოში 120 000 000-ზე მეტი ადამიანია. კიდევ 6 ქვეყნის გათავისუფლებაში წითელი არმია მოკავშირეებთან ერთად იღებდა მონაწილეობას.
ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ: ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და Forsa. „Sputnik.მნენიას“ პროექტის ფარგლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.