სამართალი
„საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში პრიორიტეტულ ადგილზეა“ – პრემიერი კვირიკაშვილი (ვიდეო)

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს”, - ასე შეაფასა ევროპის საბჭოში მიღებული დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე (ვიდეო იხ. აქ).

 მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილება ძალიან ნათლად მიუთითებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე და იმ ქვეყანას, რომელიც ამ ტერიტორიების ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს, ანუ რუსეთის ფედერაციას, პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით, ასევე საკუთრების უფლებები, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადაადგილების უფლება და ა. შ.