სამართალი
„9 მაისს ვაკის პარკში ნაცმოძრაობის ზონდერები პროვოკაციებს გეგმავენ!“ - ნიკოლოზ მჟავანაძე

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი.  9 მაისი მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეა.  როგორც წინა წლებში, ახლაც ნაციონალური მოძრაობის სატელიტი არასამთავრობოები და ზონდერჯგუფები გეგმავენ პროვოკაციების მოწყობას ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან –  ამ ინფორმაციას  უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ასაჯაროებს.

 „ჩვენი ინფორმაციით, 9 მაისს ვაკის პარკში  “ნაცმოძრაობის” ზონდერები პროვოკაციებს გეგმავენ.   უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან  მისული პირების მიმართ დაგეგმილია შეურაცხყოფის მიყენება  და ფიზიკური დაპირისპირების ინსცენირება.  ამას “ნაცმოძრაობის” სატელიტები ყოველთვის აკეთებენ, მაგრამ  წელს ისინი განსაკუთრებული გულმოდგინებით ემზადებიან, რათა შემდეგ მათმა ტელევიზიებმა მსოფლიო საზოგადოების წინაშე ისე  წარმოაჩინონ ვითარება, რომ ქართველი ხალხი კი არ აღნიშნავს 9 მაისს, არამედ მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.