საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. "ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის სრულიად აშკარაა, რომ რუსეთი გეგმაზომიერად და მიზანდასახულად ნადგურდება. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხალხი პირუტყვობის მდგომარეობამდე მიჰყავთ!", - განაცხადა გამოჩენილმა რუსმა რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა 2016 წლის 1 მაისს თავისი საავტორო პროგრამის "ბესოგონის" ბოლო გამოშვებაში თემაზე: "უკრაინა: სარკე თუ გამოცდილება?".
"ყველაფერი კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ რუსული სამყარო საბოლოოდ დაიმსხვრეს არასიცოცხლისუნარიან ნაკუწებად. ვინ არის დამნაშავე? მეხუთე კოლონა? არა. დამნაშავე ისინი არიან, ვინც ქვეყნისა და ხალხისათვის ამაზრზენ და დამღუპველ მრავალმილიარდიან ელცინ-ცენტრებს ხსნის, რომლებშიც რუსეთის “უკრაინა-2”-ად გადაქცევისთვის ბაზა მზადდება; დამნაშავე ისინი არიან, ვინც მხოლოდ და მხოლოდ კორუფციასა და უპასუხისმგებლობაზე დამყარებული სახელმწიფო წყობის სისტემა შექმნა!" - ამხელს მიხალკოვი და უკრაინისა და რუსეთის უახლესი ისტორიიდან მის მიერ მოყვანილი ყველა ფაქტი, სამწუხაროდ, აქტუალურია დღევანდელი საქართველოსა და ქართველებისათვის...
დიახ, რუსეთში გაიხსნა “ელცინ-ცენტრი”, რაზეც რუსეთის ფედერაციის ერთი რეგიონის წლიური ბიუჯეტის ტოლი თანხა დაიხარჯა, საქართველოში კი გახსნილია არანაკლებ ამაზრზენი და ქვეყნისა და ხალხისათვის დამღუპველი ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია და "რუსული ოკუპაციის მუზეუმი" (ვიდეო იხ. აქ).
დიახ, ძნელია, არ დაეთანხმო ნიკიტა სერგეევიჩს - ამერიკელები, ინგლისელები და ევროკავშირი არაფერ შუაშია - მათ მხოლოდ ბრწყინვალედ შეასრულეს თავიანთი დიდი ხნის ამოცანა! დამნაშავენი არიან ისეთი სამშობლოს გამყიდველი მოღალატეები და ნაძირლები, როგორიცაა ნიკოლოზ სვანიძე და მისნაირი ქრისტეს გამყიდველები...
უყურეთ, ქართველებო?! მაშ, არ დაგავიწყდეთ, როდესაც 8 ოქტომბერს ხმის მისაცემად წახვალთ!