საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. 2016 წლის 28 აპრილს ბელარუსის დედაქალაქში ჩატარდა ვიდეოხიდი "მოსკოვი-მინსკი" (იხ. ვიდეო აქ), მიძღვნილი გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმისადმი "ერთიანობით მოპოვებული დიადი გამარჯვება".
ვიდეოხიდის მონაწილეები მოსკოვიდან: ფილმ "28 პანფილოველის" რეჟისორი ანდრეი შალიოპა;
პოლიტოლოგიური ცენტრი "ჩრდილოეთი-სამხრეთის" წამყვანი ექსპერტი სერგეი რეკედა;
ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს "რუსეთი დღეს" ზინოვიევის კლუბის კოორდინატორი ვლადიმერ ლეპეხინი.
ვიდეოხიდის მონაწილეები მინსკიდან:
რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პრეზიდენტი ეფიმ პივოვარი (რუსეთი);
განვითარების ფონდის "ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის" პრეზიდენტი ვალერი ტურსუნოვი (რუსეთი);
საქართველოს ეროვნული და სოციალური ურთიერთობების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჭაჭია (საქართველო);
სოციოლოგი ევგენი კოპატკო (უკრაინა).
"ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდობას და საშუალო თაობას, რომელიც ასევე საკმაოდ მოწამლულია (ისტორიის ფალსიფიკაციით - საქინფორმი), დღეს ესმით, რომ წინაპრების დიად მემკვიდრეობაზე უარის თქმით, საკუთარი ისტორიის ფეხებზე დაკიდებით და მასზე უარის თქმით ისინი წყვეტენ ისტორიის ბუნებრივ სვლას, წყვეტენ სიცოცხლის ბუნებრივ მიმდინარეობას, წყვეტენ თაობათა შორის მემკვიდრეობითობას, თაობათა მემკვიდრეობითობის გაწყვეტა კი ერის დასასრულს ნიშნავს! აქ, მე მგონი, თვითგადარჩენის ინსტინქტი მოქმედებს... ამიტომ არ არის საჭირო ტყუილები, ისტორიული სიმართლე ხომ ჩვენი წინსვლის საფუძველია!", - აღნიშნა, კერძოდ, თავის გამოსვლაში რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, საქართველოს ეროვნული და სოციალური ურთიერთობების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2016 წლის 28 აპრილს მინსკში (ბელარუსის დედაქალაქში) ჩატარდა გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმი "ერთიანობით მოპოვებული დიადი გამარჯვება", რომელიც 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის დაწყების 75 წლისთავს მიესადაგა. ფორუმში მონაწილეობდნენ დიდი სამამულო ომის ვეტერანები, ექსპერტთა და მეცნიერული საზოგადოების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერები დსთ-ს, ბალტიის სახელმწიფოებიდან და საქართველოდან.