სამართალი
"სადღაც სტრუქტურებს შორის ჩაიკარგა 600-700 ათას ამომრჩეველი!" - მამუკა კაციტაძე

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საარჩევნო სიებში არსებულ ცდომილებებზე  ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ არსებული სხვაობა არჩევნების გაყალბების საფუძველი გახდეს.

 "სტრუქტურები ერთმანეთში კარგავენ 600-700 ათას ამომრჩეველს და მერე ამბობენ, მეთოდოლოგია გვაქვს სხვადასხვაო", - აღნიშნავს მამუკა კაციტაძე.

 სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული, იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით კი ამომრჩეველთა რაოდენობა 200 ათასით ნაკლებია. ცესკო-მ საარჩევნო სიის შემოწმება დაიწყო.

 საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, რომ მამუკა კაციტაძე და ზურაბ ხარატიშვილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიგრიგობით დანიშნა საქართველოს ცესკოს თავმჯდომარეებად, რათა მათ გაეყალბებინათ არჩევნები მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, რასაც ისინი კეთილსინდისიერად ასრულებდნენ, იყენებდნენ რა ხათუნა გოგორიშვილის მიერ შექმნილ გაბერილ საარჩევნო სიებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველა არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა, მუდმივად პარალმენტში მყოფმა ნაციონალმა ხათუნა გოგორიშვილმა ეს სიები პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დასამხობად შექმნა სპეციალური პროგრამით, რომელიც ზურაბ ჟვანიას მიერ მოწვეულმა ამერიკელმა პოლიტტექნოლოგებმა ჩამოიტანეს.

 საქინფორმი და მისი მთავარი რედაქტორი არაერთგზის აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში, სადაც რეალურად მაქსიმუმ 2 მილიონ 300 ათასი კაცი ცხოვრობს (ბავშვებთან ერთად), არაფრით არ შეიძლება იყოს 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველი, თუმცა ამ ფაქტს ყურადღებას არავინ აქცევდა. და მხოლოდ დღეს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მმართველი პარტია და არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება დანარჩენი რიგითი პარტიების მსგავსად, ისინი „უცებ“ შეაშფოთა სიების რეალობამ, რომლებითაც თავად მანიპულირებდნენ 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის სასარგებლოდ! რისთვისაც დღემდე არ დასჯილან და ციხის ნაცვლად, ინტერფრაქციულ ჯგუფში სხედან...