პოლიტიკა
საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ჰანის თქმით, საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო, თუმცა ამ ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლისთვის ყველა საჭირო პირობა დააკმაყოფილეს.
მისი თქმით, საქართველომ და უკრაინამ უკვე მიიღეს პოზიტიური რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.