პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსები გამჭვირვალეა“

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა.

 „ჩვენი ფინანსები აბსოლუტურად გამჭვირვალეა. შემომწირველები პარტიის მხარდამჭერები არიან. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ სათანადო შემოწირულობების მობილიზებას, რაც საშუალებას მოგვცემს საპარლამენტო არჩევნებისთვის   ღირსეულად გავიაროთ წინასაარჩევნო კამპანია“,-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.