საზოგადოება
დღეს მედიის გამჭვირვალობის საკითხებზე დისკუსია გაიმართება

club-frontlineდღეს მედიის გამჭვირვალობის საკითხებზე დისკუსია კლუბ "ფრონტლაინ ჯორჯიაში"   გაიმართება. საუბარი შეეხება მედიაში მფლობელობისა და ფინანსური გამჭვირვალობის კავშირს გამოხატვის თავისუფლების პრობლემურ განზომილებებთან.

ვინ არის მფლობელი და საიდან იღებს მედია ფულს? ამ ინფორმაციის გასაჯაროება უწყობს თუ არა ხელს გამოხატვის თავისუფლებას? - განხილვის დროს სწორედ ეს ძირითადი კითხვები იქნება დასმული. დისკუსიის სტუმარი თამარ ჩერგოლეიშვილი და მოდერატორი დავით პაიჭაძე იქნებიან.