საზოგადოება
კობა კობალაძემ ვეტერანებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი.  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე სოციალურად შეჭირვებული ვეტერანების: თემურ ლაღიძის, თამაზ სირაძის და მერაბ საღირაშვილის ოჯახებს ეწვია და მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესაწაული მიულოცა. როგორც სამსახურის დირექტორმა განაცხადა, ვეტერანებზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა მისთვის პრიორიტეტულია. თავის მხრივ, ვეტერანებმა მადლობა გადაუხადეს კობა კობალაძეს ყურადღებისათვის და აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება და დაფასება  მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.