სამართალი
"პრეზიდენტი ცოტა ნაკლებად თუ იჯიუტებს, კარგი იქნება" - მეჭიაური

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიის საკითხზე და უმოკლეს პერიოდში გამოაცხადოს თარიღი.

 უმრავლესობა პრემიერის მოსაზრებას იზიარებს და მიაჩნია, რომ 8 ივლისი ყველაზე ოპტიმალური დროა, რადგან სამი თვე სრულებით საკმარისია.

 „პრეზიდენტი ცოტა ნაკლებად თუ იჯიუტებს, კარგი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს უფრო არა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება, ასეთი შთაბეჭდილება რჩება, არამედ უნდა აჩვენოს, რომ პრემიერმინისტრზე უფრო მაგარია. ასეთი კინკლაობა საქმეს არ წაადგება“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 მაისი დაასახელა, საპარლამენტო არჩევნების თარიღად კი 8 ოქტომბერია გამოცხადებული.