საზოგადოება
პანკისის ხეობის სოფლებში ძროხის ცოფი გავრცელდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ვენერა თურქიაშვილის განცხადებით, ცოფის შედეგად სოფლებში ბირკიანსა და ჯოყოლოში 4 სული ძროხა მოკვდა.
მისივე თქმით, ძროხის ცოფი საშიშია როგორც პირუტყვისთვის, ასევე ადამიანისთვის, რომელსაც ძროხასთან შეხება ჰქონდა. ექიმის განმარტებით, პირუტყვთან კონტაქტში მყოფმა პირებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ აცრა.