საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების (1941-1945 წლები) დღესთან დაკავშირებით, მულტიმედიური პროექტი „ხსოვნის ალბომი“ ჩაუშვა. პროექტის ფარგლებში პორტალის გვერდებზე ინტერიუს, ვიდეოსა და ფოტოლენტის ფორმატში წარმოდგენილი იქნება ომის ვეტერანების შესახებ მასალები, ინტერვიუები ომის მონაწილეებთან და მათი ოჯახის წევრებთან, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნარკვევები, ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი თემები. პროექტმა სტარტი გამოჩენილი რეჟისორ რეზო ჩხეიძის ხსოვნით დაიწყო, რომელმაც კინოფილმი „ჯარისკაცის მამა“ გადაიღო.
საქართველოს ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ფრონტის წინა ხაზზე 700 ათასი ქართველი იბრძოდა, რომელთაგან შინ 300 ათასი დაბრუნდა. საქართველოს ათი ათასობით მცხოვრებმა სახელმწიფო ჯილდოები მიიღეს, მათგან 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი — უმცროსი ლეიტენანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993 წლები) იყო, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად 1945 წლის მაისში რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.
„ქართველმა ხალხმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომში საერთო გამარჯვების საქმეში. პროექტი „ხსოვნის ალბომი“ მოგითხობთ თაობათა კავშირზე, ისტორიულ და საზოგადო ხსოვნაზე, იმ ძალის წინააღმდეგ გამარჯვებაზე, რომელიც ცდილობდა იმ ღირებულებების წაშლას, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ქმნიდნენ“, — განაცხადა რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.