პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი საინვესტიციო ბანკ JPMorgan Chase–ის პრეზიდენტ ჯეიმს დაიმონს შეხვდა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. აშშ–ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის JPMorgan Chase–ის სათავო ოფისს ეწვია და შეხვედრა გამართა ბანკის პრეზიდენტ ჯეიმს დაიმონთან.

 გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯეიმს დაიმონს საქართველოს დიდი ნდობისთვის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესწრეებთან შეხვედრების ორგანიზებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა  JPMorgan Chase-ის უდიდესი გამოცდილება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სფეროში და გამოთქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.

 JPMorgan Chase–ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს.

 საუბრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ძალისხმევაზე, რომელიც საქართველოში დამატებითი კაპიტალის მოზიდვას მოემსახურება.