საზოგადოება
აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში იგეგმება

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. აჭარისა და მისი ტურისტული პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიხატა დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ATM-2016, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობდა. ვიზიტორების უმრავლესობა ძირითადად აჭარის მაღალმთიანეთითა და ეკოტურისტული მარშრუტებით დაინტერესდა. დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 85 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი მონაწილეობდა და მას 26 000 ადამიანი სტუმრობდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციასაც გეგმავს. რეგიონის ტურისტული პროდუქტების წარდგენა იგეგმება ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაშიც, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეზენტაციას მაისში ჩაატარებს.