საზოგადოება
რუსულმა ავიაკომპანია „Ural Airlines“–მა ბათუმიდან პირველი რეისი განახორციელა

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. ამა წლის 28 აპრილს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ - „Ural Airlines“ ეკატერინბურგი-ბათუმი-ეკატერინბურგის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელაპირდაპირი ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ეკატერინბურგის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და ორშაბათს, A-320 და A-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება.

ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია „Ural Airlines “ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ 2 ახალ მიმართულებას შესთავაზებს. 16 მაისიდან ბათუმიდან პირდაპირი რეისები პეტერბურგში, ხოლო 7 ივნისიდან კი სამარაში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ „ Ural Airlines “-მა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება გასულ სეზონზე მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით დაიწყო.