საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. გაზეთი „ალია“ ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების საიდუმლო შეკრების შესახებ კულუარულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ამ დღეებში ივანიშვილთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი იმყოფებოდა. ყრილობამდე მათ სცადეს, გაერკვიათ, იქნებიან თუ არა საარჩევნო სიაში და საერთოდ, რას ფიქრობს ივანიშვილი, როგორი კონფიგურაციის მომხრეა.
„ივანიშვილმა სტუმრებს გიორგი კვირიკაშვილზე მიუთითა, ყველაფერი მასთან შეათანხმეთ, სიის საბოლოო ვარიანტს ის წარმოადგენს და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მექნება ჩემი აზრიცო. ერთი საყურადღებო დეტალი - როდესაც „ქართული ოცნების“ ძველი სასტავი ივანიშვილის რეზიდენციაში მივიდა, ისინი მოულოდნელად ღარიბაშვილს გადაეყარნენ... თურმე ბიძინას ღარიბაშვილისთვის ხელი ჰქონია გადახვეული და უთქვამს: „აბა შენ იცი, სანერვიულო არაფერია, ყველაფერი კარგად იქნებაო. დეპუტატებმა ყოფილი პრემიერი მოიკითხეს და სცადეს ირაკლისგან რამე გაგეგოთ, მაგრამ ღარიბაშვილი მათ სასწრაფოდ დაემშვიდობა“, - წერს „ალია“.