პოლიტიკა
"ქართველი ჯამბაზი და ლაჩარი სააკაშვილი დაპანიკებული გაურბის ოდესელებს" (ვიდეო)

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. ოდესის გუბერნატორი თავის ვოტჩინაში უკვე უბრალოდ პოზიციებს  კი არ თმობს, არამედ პანიკით შეპყრობილი ჩემოდნებს ალაგებს და გასაქცევად ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ დაუოკებელი ქართველის რეიტინგი მთელ უკრაინაში სწრაფად იზრდება და  ის მთელ ქვეყანაში დაქრის, რომ ხალხს უადგილო პოზიტივი და თავისი უსაზღვრო ამბიციები გადასდოს, თავად ოდესაში ის, პრაქტიკულად, უკვე გარიყულია. არასასურველი პროკურორის წინააღმდეგ მიხოს მიერ გაჩაღებული ომი ბოლო წვეთი გახდა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის და მრავალრიცხოვანი კიეველი ოპონენტების მოთმინების ფიალა აავსო. ახლა ის თითქოსდა მშობლიურ "ზღვისპირა მარგალიტში" სძულთ, დედაქალაქში კი ძველებურად დასცინიან, იტყობინება whoswhos.org.

 მსოფლიო ქსელი ააფეთქა ვიდეორგოლმა, რომელშიც ასახულია ქართველი კლოუნი, თავქუდმოგლეჯილი რომ გაურბის განრისხებულ ოდესელებს (ვიდეო იხ. აქ). თვითმხილველების თქმით, გუბერნატორი ოდესის ერთ-ერთ მიკრორაიონში მივიდა მოსახლეობასთან შესახვედრად და ოლქისათვის ან, იქნებ, მთელი ქვეყნისათვის მოსალოდნელ ბრძოლაში თავისი ფანატების რიგების შესავსებად. ტრადიციული სარეკლამო-პოპულისტური გასვლა ამომრჩევლებში იმავე ამომრჩევლებისაგან სამარცხვინო გაქცევად გადაიქცა. თვითპიარი თავიდანვე არ გამოუვიდა. როცა მიხომ მრავალრიცხოვანი ბრბოს წინაშე ორატორობა დაიწყო, მისი მისამართით გაისმა შეურაცხმყოფელი შეძახილები და ქურდობასა და პლუტოკრატიაში ბრალდებები. ერთ მომენტში გუბერნატორს, უბრალოდ, შეეშინდა და გადაწყვიტა, დღეისათვის ღია დისკუსიები და უაზრო რეკლამა საკმარისიაო. მაგრამ ვერ მიართვეს. გაავებულმა მსმენელებმა თავიანთი "კეთილისმყოფელის" ასე ადვილად გაშვება არ მოინდომეს, გარს მჭიდროდ შემოერტყნენ და ანგარიშსწორებისთვის მოემზადნენ. მხოლოდ მცველების დახმარებით მოახერხა მიხომ ალყიდან თავის დაღწევა და სამსახურის ავტომობილისაკენ გაქუსლა. ოდესელებმა შიშით გულგახეთქილი პოლიტიკანის ზურგი დაინახეს და ისე გამოედევნენ, როგორც მონადირეები კურდღელს. გუბერნატორს ქვებს და დამპალ ხილს ესროდნენ. პირდაპირ ეპიკური სურათი გამოვიდა - ქართველი ჯიხვი ჭენებით მიქროდა ქუჩაში უშვერი გინებისა და ყიჟინის თანხლებით. ძალიან გაუმართლა, რომ ავტომობილში ჩაკეტვა მოასწრო და იქიდან მოუსვა. ბრბოს განწყობით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლებოდა, კუპრში ამოესვარათ და ბუმბულში ეგორავებინათ.

 გასაკვირი არ არის, რომ ამ სამარცხვინო ინციდენტის შემდეგ სააკაშვილმა პოროშენკოს ეროვნული არმიის დახმარება სთხოვა, თვითონ კი ნაჩქარევად გაიძურწა ქალაქიდან. ამიერიდან ის ოდესის ქუჩებში მხოლოდ სპეცრაზმის თანხლებით გამოჩნდება. თუკი, რა თქმა უნდა, საერთოდ არ აორთქლდება და აშშ-ში არ გაფრინდება. უკვე მთელი თვეა, ტყუილად ხომ არ ლაპარაკობს საქართველოში დაბრუნებაზე. სავსებით შესაძლებელია, სიტყვების ომახიანი რახარუხი საბოლოო გაქცევისათვის მომზადება აღმოჩნდეს.