პოლიტიკა
საქართველოს ლეიბორისტული პარტია ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მმართველობაში გადაცემას ისტორიულ გადაწყვეტილებად და უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტად აფასებს.
"წმინდა სინოდის ეს გადაწყვეტილება არის ურყევი დასტური
და საფუძველი საქართველოს ურღვევობისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მთლიანობისა", - განაცხადა პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ შაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
ამასთან ერთად მან გულითადად მიულოცა აფხაზებსა და ოსებს მომავალი უდიდესი დღესასწაულები.
„განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ დამდეგ ახალ წელსა და შობას ჩვენს ძმებს, განუყოფელ ნაწილს - აფხაზებსა და ოსებს. მე ვუსურვებ მათ მშვიდობას, კეთილდღეობას და იმ ერთობლივი საფუძვლების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს მშვიდობიან თანაარსებობასა და ცხოვრებას ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს სივრცეში“, - განაცხადა ქალბატონმა ნესტანმა.