უცხოეთი
შეხვედრა პოლსონის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული როლსა და  “ახალი აბრეშუმის გზის” პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლსონის ინსტიტუტის წარმომადგენელებთან გამართულ შეხვედრაზე. პოლსონის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ჰენრი პოლსონმა გიორგი კვირიკაშვილს ჩიკაგოს ისტორიული კლუბის შენობაში უმასპინძლა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა “აბრეშუმის გზის” პროექტის მნიშვნელობას მასში მონაწილე ქვეყნებისთვის და ითქვა, რომეს ეკონომიკური ინიციატივა ბევრ ახალ შესაძლებლობას უქმნის ქვეყნებს, რომლებიც ამ გზის გასწვრივმდებარეობენ.

განიხილეს საქართველოს რეგიონული როლი და  მისი სატრანზიტო პოტენციალი. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის წევრ ქვეყანებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონში არის პირველი, რომელმაც წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოტენციალსა და პერსპექტივებს.