საზოგადოება
„წინასაარჩევნოდ არათანაბარი პირობებია შექმნილი! - „მემარცხენე ალიანსი“

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი.  ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ ბენიძემ  განაცხადა.

 ბენიძე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას პრეზენტაციას დაესწრო, რომელმაც 2015 წლის ანგარიში წარადგინა.

 „უამრავი წელია, ყბადაღებული რჩება ამომრჩეველთა სიები, დაუზუსტებელია საზღვრები, კიდევ არ არის მონახაზი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ არის პარიტეტი დაცული, ”მემარცხენე ალიანსსარც დამკვირვებელი, არც კომისიის წევრები არ ჰყავს. დღესდღეობით ჩვენ წინასაარჩევნო სტარტს მინუსიდან ვიღებთ. არ გვაქვს საეთერო დრო, არ გვაქვს რეკლამა, არათანაბარი პირობებია დღესდღეობით წინასაარჩევნოდ შექმნილი“, - განაცხადა ბენიძემ.

 მისივე თქმით, აღნიშნული საკითხების გამოსწორება მმართველი ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოხატულება იქნება.