სამართალი
ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინტერესები არაფერ შუაშია - გიორგი ალიბეგაშვილი

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დარწმუნებულია, რომ მერიის გადაწყვეტილება მხოლოდ დედაქალაქის განვითარების მიზნით იქნა მიღებული.

 „ქალაქის განვითარებისთვის ეს აუცილებელი საფუძველია, ამ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტული პიროვნება არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ის თუ რა სჭირდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებას. რაც შეეხება ყურით მოთრეული თემები რომ არის, მე ამისკენ არ ვიხრებოდი ხოლმე საჭიროა უფრო ღრმა შესწავლა, უფრო ღრმა ჩახედვა ამ საკითხში და ყველა მიხვდება, რომ ეს არის ის, რაც ჩვენი დედაქალაქის საჭიროებიდან არის გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.