საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. 2016 წლის 23 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქ. თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობის დადგენის მიზნით, 1000 რესპონდენტი გამოჰკითხა. გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობის დადგენა საპარლამენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობის იდენტიფიცირება. გამოკითხვაში დასაშვები ცდომილება 3-4%–ის ფარგლებშია.
გამოკითხვის შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი:
რა განაპირობებს თქვენს გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში და საერთოდ, იყოთ აქტიური მოქალაქე? (ამ კითხვას უპასუხეს მხოლოდ იმ რესპონდენტებმა, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას)
სამოქალაქო პასუხისმგებლობა – 39.8% (398 რესპონდენტი)
ქვეყანაში ცვლილებების სურვილი – 29.7% (297 რესპონდენტი)
რეალისტური საარჩევნო პროგრამები – 17.3% (173 რესპონდენტი)
საარჩევნო სიებში ახალი საინტერესო სახეების და გამოცდილი პროფესიონალების არსებობა – 13.2% (132 რესპონდენტი)