პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი – 25.9%, დავით ბაქრაძე – 12.6%

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. 2016 წლის 23 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქ. თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობის დადგენის მიზნით, 1000 რესპოდენტი გამოჰკითხა. გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობის დადგენა საპარლამენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობის იდენტიფიცირება. გამოკითხვაში დასაშვები ცდომილება 3-4%–ის ფარგლებშია.

 გამოკითხვის შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი:

 რომელ პოლიტიკოსს ედობით ყველაზე მეტად? (რესპოდენტს უნდა დაესახელებინა ერთი რომელიმე პოლიტიკოსის სახელი და გვარი)

 გიორგი კვირიკაშვილი – 25.9% (259 რესპოდენტი)

 დავით ბაქრაძე – 12.6% (126 რესპოდენტი)

 ირაკლი ალასანია – 7.2% (72 რესპოდენტი)

 ირმა ინაშვილი - 6.8% (68 რესპოდენტი)

 დავით სერგეენკო – 5.6% (56 რესპოდენტი)

 შალვა ნათელაშვილი – 5.2% (52 რესპოდენტი)

 კახა კალაძე – 4.9% (49 რესპოდენტი)

 ბიძინა ივანიშვილი – 4.5% (45 რესპოდენტი)

 გიორგი მარგველაშვილი – 4.4% (44 რესპოდენტი)

 პაატა ბურჭულაძე – 4.0% (40 რესპოდენტი)

 დავით უსუფაშვილი – 2.9% (29 რესპოდენტი)

 ნინო ბურჯანაძე – 2.7% (27 რესპოდენტი)

 მიხეილ სააკაშვილი – 2.2% (22 რესპოდენტი)

 ირაკლი ღარიბაშვილი – 2.1% (21 რესპოდენტი)

 ზურაბ ჯაფარიძე – 1.3% (13 რესპოდენტი)

 გამოკითხულებმა აგრეთვე დაასახელეს სხვა პოლიტიკოსები, რომელთა ხმების რაოდენობა პროცენტულ გამოხატულებაში არ აღემატება გამოკითხულთა 1%-ს (დავით თარხან–მოურავი, ნიკა მელია, გიგა ბოკერია, ლევან ბერძენიშვილი, კახა შარტავა, გია კორკოტაშვილი, თეა წულუკიანი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, გოგი თოფაძე, კახა კუკავა, ზვიად ძიძიგური).