პოლიტიკა
34.3% – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, 14.6% – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. 2016 წლის 23 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქ. თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობის დადგენის მიზნით, 1000 რესპოდენტი გამოჰკითხა. გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობის დადგენა საპარლამენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობის იდენტიფიცირება. გამოკითხვაში დასაშვები ცდომილება 3-4%–ის ფარგლებშია.

 გამოკითხვის შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი:

 ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნების დღე იყოს, რომელ პოლიტიკურ ძალას (პარტიას, გაერთიანებას) დაუჭერდით მხარს?(რესპოდენტს უნდა დაესახელებინა ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება)

 34.3% – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (343 რესპოდენტი)

 14.6% – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (146 რესპოდენტი)

 10.1% – “თავისუფალი დემოკრატები“ (101 რესპოდენტი)

 9.2% – “პატრიოტთა ალიანსი“ (92 რესპოდენტი)

 7.1% – ლეიბორისტული პარტია (71 რესპოდენტი)

 4,7% – “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ (47 რესპოდენტი)

 3,8% – ახალი პოლიტიკური ცენტრი – “გირჩი“ (38 რესპოდენტი)

 3,2% – რესპუბლიკური პარტია (32 რესპოდენტი)

 1,8% – “ეროვნული ფორუმი“ (18 რესპოდენტი)

 1.2% – “სოციალ–დემოკრატები” (12 რესპოდენტი)

 1.1% – “რეფორმატორები“ (11 რესპოდენტი)

 0,7% – “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’’ (7 რესპოდენტი)

 0.7% – კონსერვატიული პარტია (7 რესპოდენტი)

 0.6% – “ბედნიერი საქართველო“(6 რესპოდენტი)

 6.9% - არცერთს (69 რესპონდენტი)