სამართალი
დღეს "სალფორდ ჯორჯიას" წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება

salfordდღეს, 27 დეკემბერს, კომპანია "სალფორდ ჯორჯიას" ერთ-ერთი ხელმძღვანელის გიორგი გიგინეიშვილისა და მასთან ერთად დაკავებული ანდრია აბაშიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

"სალფორდ ჯორჯია" გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის პარტნიორი კომპანია იყო.

გიგინეიშვილსა და აბაშიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ ბრალი - წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება, ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება. მითითებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9 წლამდე ვადით.

შეგახსენებთ, რომ გიგინეიშვილი და აბაშიძე სამართალდამცავებმა 2010 წლის 7 ნოემბერს დააკავეს და მაშვინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადაც დღეს 27 დეკემბერს ამოიწურა.

როგორც საქინფორმის კორესპონდეტისათვის გახდა ცნობილი, "სალფორდ ჯორჯია" დამოუკდებელი კერძო ინვესტიციებისა და კაპიტალის მართვის საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც ოფისები აქვს ლონდონში, კიევში, ბელგრადში, მოსკოვში,, თბილისში. კომპანიის კლიენტი იყო გარდაცვლილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილიც. და ის გარდაცვლილი ბიზნესმენის ქონების ნაწილს ახლაც მართავს.

სასამართლო პროცესი შუადღეს უნდა დაიწყოს.