საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. 2016 წლის 23 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქ. თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობის დადგენის მიზნით, 1000 რესპონდენტი გამოჰკითხა. გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობის დადგენა საპარლამენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობის იდენტიფიცირება. გამოკითხვაში დასაშვები ცდომილება 3-4%–ის ფარგლებშია.
გამოკითხვის შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი:
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნების დღე იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?
58,3% – აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას (583 რესპონდენტი)
16,4% – არ აპირებს მონაწილეობის მიღებას (164 რესპონდენტი)
25,3% - ჯერ არ გადაუწყვეტია (253 რესპონდენტი)