საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. შპს "ფინსერვისი XXI" ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„შპს „ფინსერვისი XXI“-მა მიმართა ქალაქ თბილისის მერიას მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების, ე.წ. „წითელი ხაზების“ კორექტირების თხოვნით. შედეგად ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შპს „ფინსერვისი XXI“-ის მიერ მოვლილი, ახალი ხეებით დარგული, სარწყავი სისტემებით განაშენიანებული, ვიზიტორთათვის საფეხმავლო ბილიკებით მოწყობილი ტერიტორია.
შპს „ფინსერვისი XXI“-ს ქმედებით კანონი არათუ დარღვა, პირიქით, განხორციელდა ინვესტიცია ბოტანიკურ ბაღში, ვინაიდან 2007 წლიდან შპს „ფინსერვისი XXI“-მა მერიისგან შეძენილ მიწის ნაკვეთზე განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია. აღნიშნული ფაქტი კარგად არის ცნობილი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის ირაკლი აბესაძისათვის, რომელიც იმ დროს მუშაობდა თბილისის მერიაში და რომელიც დღეს მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით აქტიურად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.