საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. როგორია მედიის მდგრადობის ინდექსი ქვეყანაში - საერთაშორისო ორგანიზაცია IREX კვლევების შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით გაუარესებულია.
2015 წელს მედიის მდგრადობის ინდექსის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი “რუსთავი 2”-ის სასამართლო და მედიაზე არსებული ზეწოლის ფაქტებია, - აცხადებენ “ნაციონალები“.
სააკაშვილის თანაგუნდელები ასევე არ გამორიცხავენ, რომ თუკი ხელისუფლება გააგრძელებს ზეწოლას “რუსთავი 2”-ზე, კვლევის შედეგები კიდევ უფრო უარყოფითი გახდება.
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად, თუ მოხდება “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, ვინაიდან პლურალიზმს დღევანდელ ბაზარზე სწორედ “რუსთავი 2” განსაზღვრავს“, - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, სააკაშილისუახლოესმა მეგობარმა და ყოფილმა მრჩეველმა თამარ კინწურაშვილმა.
კიდევ ერთი კანონი, რომელმაც მედიის მდგრადობის ინდექსზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, რეკლამის შესახებ კანონია.