სამართალი
პრემიერი კვირიკაშვილი სენატორებს ბობ კორკერსა და ბენ კარდინს შეხვდა

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში  გიორგი კვირიკაშვილი აშშ–ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს და სენატორ ბენ კარდინს შეხვდა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, გამოითქვა ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.

სენატორების თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.  

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე  მხარდაჭერისთვის.