პოლიტიკა
„ვიზალიბერალიზაცია გინდებლარიენ?! გამოუშვით მერაბიშვილი, უგულავა და შეეშვით „რუსთავი 2“-ს!“

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო კომიტეტის მეორე სხდომის შედეგად ევროპარლამენტარებმა მიიღეს საერთო განცხადება და რეკომენდაცია. ევროპელმა დეპუტატებმა ისაუბრეს იმ შესწორებებზე, რაც ჰქონდა ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ფრაქციებს.

 „ჩვენ შევთავაზეთ ცვლილების შეტანა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე უნდა დააკმაყოფილოს დემოკრატიული სტანდარტი, რასაც ასოცირების შეთანხმება მოითხოვს: გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის, განსაკუთრებითრუსთავი 2”-ის და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს დევნა. ამ მიზეზით ევროპის სახალხო პარტიამ და სხვა საპარლამენტო ჯგუფებმა მთლიანობაში რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სარიუშ ვოლსკიმ.

 „კოალიცია “ქართულ ოცნებას” არ სურდა, დარბაზში ყოფილიყო “რუსთავი 2”. ისინი საქართველოში დევნას ახორციელებენ ამ ტელეარხის წინააღმდეგ, ევროპარლამენტში კი კარს უხურავენ. ეს სამარცხვინოა და აჩვენებს მათ სისუსტეს. მე და ჩემმა კოლეგებმა თქვენი გაყვანის წინააღმდეგ მივეცით ხმა, მაგრამ სხვები სტუმრების მიმართ ზრდილობიანი დამოკიდებულების გამო დათანხმდნენ. ეს ძალიან უცნაური და იშვიათობაა, რადგან ევროპარლამენტი ღია და გამჭვირვალეა. “ქართულ ოცნებას” არ სურდა, ჩვენგან მოესმინა ისიც, რომ არ უნდა ჩაერიოს უზენაესი სასამართლოს უფლებებში“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა გიუნარ ჰოკმარკმა.