პუბლიკაციები
“პოლიტიკური ცირკი და მისი კლოუნები” - მწერალი გივი სომხიშვილი „საქინფორმითვის“

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი.

„საფარ-ბეგის საქციელის გამო მისმა გამზრდელმა - ჰაჯი უსუბმა თავი მოიკლა. რა უნდა ქნას ბიძინა ივანიშვილმა მდიდარი სექსის კავალერის, ,,ნიჩურტა ქართველის“, როგორც ის ახასიათებს ქართველებს, საქართველოს პრეზიდენტად შემოსაღებისთვის. კარგად იცის, რომ მის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილის იმედის ნისლით გაბრუებული ხალხი არაფერ შუაშია. მან კი პრეზიდენტად კურთხევისთანავე მისი ამღზევებელი გადააგდო. ხალხი? ხალხს იგი არ სცნობს, როგორც ხალხი - მას. სამაგიეროდ თამამად შეიძლება ეწოდოს უცხოეთის მიერ დაპროგრამებულ არასამთავროების და ხელმოცარულ ოპოზიციონერთა პრეზიდენტი, რომელსაც იმაზე მეტრი არაფერი ეკითხება, რაც ,,ნიჩურტა ქართველის“ ტვინს შეუძლია დაიტიოს. სამაგიეროდ დიდი ხმაურით მოითხოვს პარლამენტში ანგარიშის ჩაბარებას და მის მოსასმენად მთელი მთავრობის დასწრებას. რა გაგიკეთებია, ბიძიკო, რა უნდა ჩააბარო?! ფრთოსანი სიტყვის აფრენით კი გამოიჩინა თავი: ძალიან მდიდარი სექსი მქონდა, მაქვს და მექნებაო. ადრე მეომარი მხარეები მთავარსარდლების შებრძოლებით წყვეტდნენ სადავო საკითხებს. ახლა, როცა სექსუალური აღვირახსნილობა და სიბილწე ღვარცოფით აგორებულა ევროატლანტიკიდან კაცობრიობის წასალეკად და ამერიკის სახელმწიფო მდივანი -ჯონ კერი იმუქრება, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დაკანონდესო, უპრიანი იქნებოდა, რომ მთავარსარდლები თავიანთ სექსის შესაძლებლობით შეჭიდებოდნენ ერთმანეთს. მაშინ ნახავდნენ რა შეუძლია ჩვენს მდიდარი სექსის კავალერ პრეზიდენტს. ჯერ არავინ იცის, თავისი მდიდარი სექსის ანგარიშით როდის წარდგება პარლამენტში ევროატლანტიკელი დემოკრატების ინტერესთა მოსაქონად.

საქართველოში კი არ წყდება პოლიტიკური ცირკის წარმოდგენებით ხალხისთვის თავბრუდახვევა. ამგვარი ილეთებით უცხოელი მწვრთნელების საამებლად იღწვის ყველა ილუზიონისტი.

მათი ფოკუსნიკობა როგორ შეიძლება არ წარმოიდგინო, როცა აწყობენ ვითომ კონკურსს რომელიმე რიგითი თანამდებობისათვის და ვინც უნდა მიიღონ, წინასწარ გადაწყვეტილი აქვთ; გულუბრყვილონი კი დიდი მონდომებით მონაწილეობენ ამ ტაკიმასხარობაში . ბოლოს გასაუბრებაზე ყველაზე მაღალი ქულების მფლობელსაც ისე ეტყვიან უარს, რომ სინდისი ყურებსაც არ გაუპარტყუნებთ.

ხომ შეიძლება ეს ფოკუსები მოაწყონ უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშვნისას. ვთქვათ, როცა მეჩექმეთა მინისტრად მეხაშეს დასვამენ. მოაწყონ კონკურსი და ხალხს უმტკიცონ, რომ ნემსსა და სადგისს მეჩექმეზე უკეთესად მეხაშე ხმარობს. ეს ილუზიონისტური თაღლითობა კარგად ჰქონდათ დამუშავებული ,,ნაციონალებს“ სოფლის მეურნეობის მინისტრად მამალი ძროხების მწველავებს რომ ნიშნავდნენ. მოკლედ, ამ ცირკის არენად გადაქცეულ თანამედროვეობაში მინისტრების დასანიშნად კონკურსების მოწყობის ფოკუსებიც აღარ სჭირდებათ, ისე სვამენ მეხაშეს მეჩექმედ.

სხვა რა უნდა ეწოდოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ თავდაცვის მინისტრად იშვიათი კანდიდატურის კურთხევას. სამხედრო საქმის გარდა, ყველაფერში იმაზე მეტად ერკვევა, რომ ფრინველის ფეხებთან ქოხში მჯდომ ჯადოქარს გაუკვირდება. რადგან ეს პოსტი ეპატარავება, პრემიერიც არის, საგარეო საქმეთა მინისტრიც და ცესკო-ს დონეზე არჩევნების გამრიგებელიც. ყველა პოლიტიკური პრობლემის სოფლის ორღობის ყბედი დედაკაცის თვითდაჯერებულად შემფასებელ-შემფარდებელი. ამაზე მეტი როგორ უნდა ინატროს ამქვეყნიური ჭირვარამის ტვირთით წელში გადრეკილმა ერმა.

ვიზალიბერალიზაციის სატყუარათი კი საქართველოს დატერორება დიდი თავდაჯერებით გრძელდება. ,,ქართული ოცნების“ უნიათობით მოუსვლეთისკენ მიმავალი ,,ნაციონალები“ მობრუნდნენ და ახლა რევანშის ღვარძლით გატენილები, საქართველოს ყველა წარუმატებლობას ზეიმობენ და ქვეყანას იქით უბიძგებენ, რის გამოც ხალხმა აშკარა სიძულვილით გამოაბუნძლა ხელისუფლებიდან.

ევროპის სახალხო პარტიამაც ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივით დაკიდა. ამ პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი დელეგაციით ეწვია საქართველოს. ნაციონალები ჩვენი მეგობრები არიან და თუ აწყენინებთ, ან საქმიანობაში ხელს შეუშლით, პრობლემები შეგექმნებათ, რამეთუ ევროკავშირი ეს ჩვენ ვართ და ნაციონალები ჩვენი სისხლი და ხორცი არიანო.

არადა ამ ვიზალიბერალიზაციით აიკლეს ქვეყანა. უცხოეთის მარიონეტმა პარტიებმა ლამის სამოთხის გასაღებად შემოგვასაღონ ის, საიდანაც თვითონ ევროპელები გარბიან. მათ მიერ აწეწილი ქვეყნებიდან გამოქცეულმა ლტოლვილებმა ლამის მათი სექსუალური დემოკრატია წალეკონ.

ევროპელობის სურვილით გადარეულების როკვამ და სქესობრივი სიბინძურის აღვირახსნილობაზე ყბედობამ ქვეყანა შეაძრწუნა. მაშინ, როდესაც გაჭირვებული ქართველი სასოწარკვეთამდეა მისული, რამეთუ ამ სიბინძურის როკვაში სიკეთის სხივი გამქრალა. უკეთესი მომავლის იმედით ადამიანი უარეს ყოფას გაუძლებს, მაგრამ ყოველი მომავალი დღე და წელი წინაზე უარესი გაუსაძლისობით მოდის ამ ევროპელებისაკენ ლტოლვის ბანგით გაბრუებაში. არადა ეშმაკმა იცის, რა პირობების შესრულებას ითხოვენ ჩვენგან. ამგვარი ვნებააშლილი გაევროპელების სურვილი, რითაც დაავადებულია საქართველოს ყველა ხელისუფლება, თვითონ ევროპელებსაც უკვირთ და ისე გვექცევიან, რაღაც მიუწვდომელი ნივთის სურვილით აბღავლებულ ბავშვს რომ აპამპულებენ უფროსები.

ევროპელობის ღრიალით და ამერიკელთა სტრატეგიული პარტნიორობით დაიქცა ქვეყანა და ხელისუფლებას ეამაყება მათთან ეს ბატონყმური ურთიერთობა. სხვა რა უნდა ეწოდოს ქართული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას ავღანეთში საქართველოს და მშვიდობის დაცვის ყბაღია საბაბით. ამგვარი უსინდისობა მონღოლებსაც არ უკადრიათ. ავღანეთიდან იცავენ საქართველოს და ცხინვალიდან მცოცავი ანექსიისას ვირთხის სოროში ძვრებიან. იმის მაგიერ, მოწინააღმდეგესთან გაარკვიონ სადავო საკითხები, ევროპაში გარბიან საჩივლელად. ისინიც, თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ მხარსო და ამით უკვე მერამდენედ მთავრდება ზღაპარი.

უცხოეთის ლაგამამოდებული არასამთავროებიც მოცვივდებიან მათსავით აღვირით სამართავი ტელევიზიის თანხლებით და აიკლებენ ხელისუფლებას გატალახების მცდელობით.  ზოგი თავქარიანი პოლიტიკოსიც გამოჩნდება, შორიახლოს გაჩერდება, რომ ცხინვალის იზოლატორში არ ამოაყოფინონ თავი და ისეთ ქარიშხალს დააყენებს ჭიქაში, რომ შიგ წვეთი აღარ დარჩება; ყვირის და ბრაზობს, რაზეც განაწყენებულია, პრინციპულად რომ არ აყენებენ საკითხს.

რა საკითხს აყენებ იმასთან, ტერორისტებისგან და ლტოლვილებისგან შეწუხებული საკუთარ თავს რომ ვერ შველის და შენგან მოითხოვს 235 ათასი მიგრანტის მიღებას 147 მილიონი ევროს საფასურად. ეს ხელისუფლება ვერ უნდა მიხვდეს, რომ ევროპაში სირბილის ფუჭი ფაფხურის აღარავის სჯერა. რა გინდათ, უცხოელების დავალების შესრულებას უნდა გადააყოლოთ საქართველო?! რუსეთთან უძრახობით დარჩენილ საქართველოსაც რომ სპობთ, გგონიათ, ამის გამო ფუჭი სტრატეგიული პარტნიორები ლოყებს ჩამოიკაწრავენ?

საქართველოს ხელისუფლება ისეა დაბუჟებული ევროატლანტიკური ბანგით, რომ ვერ ხედავს, ან არ უნდა რომ დაინახოს თავისი დამცირებული ადგილი ამ ვითომ სტრატეგიულ თანამეგობრობაში. ისე უკიდიათ ყველგან ევროკავშირის დროშები, თითქოს მათი წევრობა კი არა, ვიზალიბერალიზაცია არ ჰქონდეთ საღრეჭი. თუნდაც ავღანეთში გაგზავნილი სამხედროთა რაოდენობით ამერიკელების შემდეგ მეორე ადგილი როგორ უნდა ავხსნათ თუ არა პოლიტიკური ცირკის კლოუნების, ფოკუსნიკების და თაღლითების აღვირახსნილი პარპაში, სხვა მრავალ უბედურებასთან ერთად, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ საქართველოში. ამრიგად, ქართველ ხალხს ძალიან ძვირი უჯდება პოლიტიკური კლოუნების და ფოკუსნიკების ევროამერიკული ლაქუცი. რუსეთის გაუთავებელი ლანძღვით და შეურაცხყოფით მთელ ქართველ ხალხს აყენებენ სახიფათო მდგომარეობაში. როდის დაელაპარაკე რუსეთს, იქნებ იმაზე გაცილებით უკეთეს პირობებს გთავაზობს, ვიდრე ევროპელების ყალბი მიეთ-მოეთი და მათი რაღაც სირცხვილის ოფლის მომდენი მოთხოვნილებების შესრულებაა. კიდევ კარგი, რომ რუსეთში იციან რომ ეს ანტირუსული ფსიქოზი ერთი მუჭა პოლიტიკური თაღლითების ბოდვაა, რომელსაც ქართველი ხალხისთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს.

რომ გარბიან ევროპაში საჩივლელად, რისი იმედი აქვთ, რუსეთს შეაშინებს ეს ევროპელი ბუა და მუხლებზე დააყენებს? ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების დაწესებით თვითონვე შეშინდა, იმხელა ზარალი ნახა, რუსეთი კი უფრო გაძლიერდა.

ავღანეთიდან ჩამოტანილი ამერიკული ტანკებით და საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის სისტემის ისედაც გაღატაკებული ბიუჯეტიდან შეძენით მოაქვთ თავი, თითქოს ამ ტანკებით ავღანეთის საკითხი უფრო არ ააქოთეს საფრანგეთის ამ სისტემას კიდევ ჩიტი არ გამოეპარება. რა ღობე-ყორეს ედებით, შვილოსა, როცა საქართველოს გაერთიანების და აღორძინების პრობლემის გადაჭრა რუსეთთან მეგობრობის აღდგენით შეგიძლია.

კიდევ კარგი, რომ ევროატლანტიკურ თუ ნატოელ პარტნიორებს რუსეთი უშლის ხელს, თორე აქამდე საჯდომზე ბანტიანი პედერასტები წალეკავდნენ ყველაწმინდას და საქართველოსაც ისე ჩანთქავდნენ, რომ ხმის ამოღების თავიც აღარავის ექნებოდა.

იმდენად დიდია უცხოელი დამფინანსებლების გავლენა ქართულ პოლიტიკაზე და მის ცირკის კლოუნებად ქცეულ პოლიტიკოსებზე, ხალხი სულაც არ ახსენდებათ. მხოლოდ არჩევნების დროს თუ მოაგონდებათ მისი არსებობა, რადგან წარმატება ძირითადში უცხოელ მფარველებზეა დამოკიდებული. ამიტომ პარტიები საგულდაგულოდ იქონებიან საზღვარგარეთელი მწვრთნელების ქებით და კუდქიცინით, რათა მათთან უფრო ღრმად შესაძრომად სხვა პარტიებს გაასწრონ, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ სახელით განსხვავდებიან. ხალხზე ზრუნვის ქაქანი კი სიცრუის კოშკების მოსაპირკეთებლად სჭირდებათ.

კანონებიც თავიანთი ინტერესების სამსახურში ჩააყენეს. თუ პარლამენტის დეპუტატი იყავი, თუნდაც რამოდენიმე თვით, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ისეთ პენსიას ინიშნავენ სიკვდილამდე, რომ ქვეყნის წინაშე ვალმოხდილ, დამშეულ პენსიონერს არც კი დაესიზმრება. მთელი არჩევის ვადაში საითაც გინდა იქით მოისრიალე საარჩევნო დაპირებები, მომავალ არჩევნებამდე ხახვივით ირგებენ ამ თაღლითობას.

მრავალჯერადი სიცრუის ბანგიდან გამოფხიზლებულ ხალხს სჭირდება დეპუტატის და პრეზიდენტის გამოწვევის დაკანონება, თორე არჩევნების შემდეგ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობიდან თავისუფლად ყოფნით, ისედაც ცრუ ბიუროკრატია იხრწნება და ქვეყნის საშინელი უბედურებიდან გამოყვანის მაგიერ სექსუალური უკუღმართობის და ერთსქესიანთა დაკანონების შემოტყუებით ევროატლანტიკური მფარველებისთვის ერთგულების დამტკიცებას ცდილობს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - სანდრო ბრეგაძე აიძულეს, გადამდგარიყო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას; პარლამენტში მხოლოდ 7 აღმოჩნდა მისი მომხრე. ჰოდა, რადგან ასე მონდომებულები არიან უცხოეთის ლაქია პარლამენტარები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებით, თვითონ იქორწინონ ერთმანეთზე და ამ სიბინძურით დატკბნენ. ნუ მოუშალოთ ქართველთა დამაწყვარმა სატანამ ერთსქესიანთა გადაჯიშება საკუთარ ოჯახში. ისიამოვნონ მათი ყიყინის ფონზე საამაყო წინაპართა ხსოვნის სადღეგრძელოდ შესმულ, მზის სხივით ნაკურთხ ღვინოში გადაგვარებულთა სიმყრალის ჩაყოლებით.

ამიტომაა, რომ პოლიტიკური ცირკის არენიდან ამგვარი გაკოტრებული და შერცხვენილი არსებანი არ მიდიან, რადგან მათ ოინბაზობას უცხოელი დამფინანსებლები მართავენ და ასეთ ერთგულ ძაღლიშვილებს ვერაფრით შეელევიან. ამგვარ არსებებს ნამუსი რომ ჰქონდეთ, ხალხში გამოჩენას უნდა უფრთხოდნენ. მიეცით ტრიბუნა მეძავს და თავისი პატიოსნების ქადაგებით სპეტაკ და უმწიკვლოს ისე გადააბრალებს ჩადენილ ყველა სიბინძურეს, სინდისის ძარღვიც არ შეუტოკდება, რამეთუ არ გააჩნია.

ახლა მორიგი ხმაური ატეხეს ფარული კადრების გამოქვეყნების გამო. რა მოხდა? ნაციონალების პარპაშის დროს გარყვნილ სექსუალურ აღვირახსნილობის მომენტებს ერთმანეთს უღებდნენ და ინახავდნენ. ახალმა ხელისუფლებამ რაც ჩაიგდო ხელში, გამოაცხადა, რომ გაანადგურა; ახლა, ვისაც ამ კადრებზე ხელი მიუწვდებოდა, იწყეს მისი გასაჯაროება. თვითონ ჩაიდინეს ეს საქციელი, თვითონ გადაიღეს, თვითონ აქვეყნებენ, ხელისუფლებას და პროკურატურას კი დამალაობას ეთამაშებიან. ვინც გამოაქვეყნა, რატომ ვერ პოულობთო. გამოძიების დაგვიანებისთვის მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ.

თუ ნორმალური ურთიერთობა გქონდა, ვინ იყო ისეთი უჩინმაჩინი, ეს რომ გადაეღო. თუ ეს მდიდარი სექსის დემონსტრაცია ისეთ ადგილას მოაწყე, რომ თან გიღებდნენ და ამით ერთობოდი, ახლა რაღა ქვეყანას ყრი და პროკურატურას ადანაშაულებ. შენზე უკეთ ვის შეუძლია, იცოდეს ამ აღვირახსნილობის აღმართ-დაღმართები. მოკლედ, ამ პოლიტიკური ცირკის არენაზე როგორი ტაკიმასხარობის მოწმენი გავხდებით, მდიდარი ფანტაზიაც ვერ შესწვდება. ამ ხელისუფლებას ნაციონალების და მათი მიმდევრების მიერ ჩაწყობილი ნაღმები კიდევ ბევრგან აუფეთქდებათ, თუ პრინციპულად არ ამხილეს მათი ოინბაზობანი.

ნაციონალების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის და საქართველოს დაქუცმაცების მცდელობის შედეგების აღმოფხვრის მაგიერ განცხრომით მოკალათდნენ ცოდვიან პარლამენტის შენობაში და მოღვაწეობა პრეზერვატივების პრობლემების მოგვარებით დაიწყეს. მას ანტრიდისკრიმაინაციული კანონის ერთხმად მიღებაც მიაყოლეს და ახლა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის გაყუჩებულა და მისი მიღების მომენტს უცდის ევროპელთა ლაქუცს აყოლილი პარლამენტართა ნაწილი. დიდი იმედის მიუხედავად თითიც არ გაუტოკებიათ საქართველოს ერთიანობის აღსადგენად. ევროკავშირში ამ საკითხზე ფუჭი ქაქანი იგივეა, რაც ცირკის ილუზიონისტის მიერ მაყურებელთა თაღლითობით გაბრუება; რამეთუ ევროამერიკელ „სტრატეგიულ პარტნიორებს“ სჭირდებათ პრობლემებით გამათხოვრებამდე დამცირებული საქართველო და არა ბედნიერი ცხოვრებით გალაღებული, რომელიც არავის ლაქიობას არ იკადრებდა.

დღეს ბავშვმაც იცის, რომ საქართველოს ერთიანობა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზეა დამოკიდებული. ეს კარგად იციან ევროამერიკული საკვებურის ქოსმენმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა და ამიტომ ასე გაცოფებით რეაგირებენ რუსეთთან ურთიერთობის დათბობის ყოველგვარ მცდელობას და ხალხის დიდ სურვილს მასთან მეგობრობის აღდგენას რუსეთიდან ფულით მოსყიდვას აბრალებენ თვითონ დოლარზე გაყიდულუი არარაობანი. ევროატლანტიკური ხსნის ყბაღია იმედი კი სახედრის ცხვირწინ დაკიდებული ბალახია, რომელიც არც მოგეცემა და არც დაგეკარგება, სანამ მის მოპოვებას აყოლილი მოუსავლეთის კარს არ მიადგები.

ხალხს ყველაზე უკეთ ცხოვრების სინამდვილის სჯერა, ასე შეუფერხებლად რომ ეფლობა ქვეყანა გაუსაძლისი ამქვეყნიურობის და უიმედობის ჭაობში. უცხოეთის მიერ მოქრთამული ერის სამარცხვინო შვილები კი ცირკის ტაკიმასხარა ილუზიონისტის სიცრუის კვამლს ჭარბად აფრქვევენ და დამოუკიდებლად შეტყუებული ბაწრით ცდილობენ, ევროატლანტიკურ ფორანს უკნიდან გამოაბან საქართველო მათ მიერ აყენებულ ნაგავსა და მტვერში საჩანჩალოდ.

მეოთხედი საუკუნეა, რაც რუსეთს ვლანძღავთ და ევროპელებს დამცინავ ღიმილს ვგვრით, ქართველები რადგან ვართ, თურმე ევროპელები ვყოფილვართ. ამრიგად, ამაყი, თამამი და შეუპოვარი ალგეთის ლეკვებად შობილნი ლამის ევროატლანტიკურ ღამურებად გვაქციონ.

ვარდების რევოლუციამდე ორი მილიარდი ვალი თოთხმეტ მილიარდამდე გაიზარდა ხალხზე და სამშობლოზე ზრუნვისგან თავისუფალ ხელისუფალთა ძალისხმევით. ეს მილიარდები და მომსპარი მძლავრი სახალხო მეურნეობიდან აღარაფერი რომ შემოგვრჩა, სად წავიდა?!

მეოთხედი საუკუნეა იძარცვება, იყიდება და ნადგურდება პატარა, მაგრამ მძლავრი სამრეწველო-აგრარული საქართველო; ქართველ ხალხს კი ყველაზე დაუნდობელი დამპყრობლის დღეები ადგას  სულგაყიდულ და გადაგვარებულ ვაი ქართველტა უძღებობის და ამბიციათა გამო.

განვითარებული, მძლავრი და თანამედროვეობის ყველა სიკეთით უზრუნველყოფილი სოფლის მეურნეობა ახლა მონათმფლობელური რომის დონეზეც აღარაა.  გლეხი უმიწოდაა და მთელი ახალგაზრდობა ქალაქს მიაწყდა ლატიფუნდიების მიერ გაძარცული რომაელი აგრიკოლასავით.

ევროპელებად მონათვლისათვის ეს საკმარისი არ არის, მიწა უცხოელებზე უნდა გაყიდო. ხელისუფლებამ გაბედა და დროებით უცხოელებზე მიწის გაყიდვა შეაჩერა. უცებ აღავღავდნენ გაყიდული პარტიები და არასამთავრობოები, აბა, მაშ როგორ, ტყუილად ხომ არ  ნებივრობენ უცხოეთიდან ჭარბად მიღებული დოლარებით. საკონსტიტუციო სასამართლოშიც აეშალათ ნერვები, როგორ გაბედეს, ასე ხომ ევროპელობას დავკარგავთო და მთლიანი ფრონტით კიდეც შემოდეს ქართული მიწები დახლზე. არადა ეს არსებანი ქართველები არიან. ამას იფიქრებდა წინაპარი, სიცოცხლის ფასად რომ იცავდა მიწის ყველა გოჯს?!

სოფელი იცლება, თბილისი ისეა გადაჭედილი, ქუჩაში გავლა ჭირს. ხელისუფლება ევროპელი ჯვაროსნების ხუთჯვრიანი და ევროკავშირის დროშებით იწონებს თავს. ეროვნული, წმინდა ქართული რაღა საჭიროა. ინგლისურად ბჟუტურიც ევროპელად მონათვლისთვის სჭირდებათ, მაგრამ ინგლისმა შეიძლება პირველმა დატოვოს ევროკავშირი, მერე რა უყონ ინგლისურს? _ მერე ის, რომ ამერიკა თურმე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია...

ეს ის ამერიკაა, საბჭოთა კავშირის ატომური დაბომბვის გეგმით თბილისსაც რომ ითვალისწინებდა. ამიტომ სტალინმა თბილისში მეტროს მშენებლობა გადაწყვიტა მაშინ, როდესაც თბილისზე დიდ ქალაქებში მეტრო არ ჰქონდათ.

სტალინის მსგავსი გენიოსი მსოფლიოს არ ჰყოლია, ის ქართველი ერის სიამაყეა, რომლის გარდაცვალებას საბჭოთა კავშირის ხალხები და მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობა დასტიროდა. ყველა ჯურის პარაზიტი-ტაკიმასხარა ცდილობს სტალინის სახელის შებღალვას, მაგრამ ამით მისი სიდიადე უფრო ბრწყინდება.

საქართველოში ამგვარი პარაზიტების ტაკიმასხარობა გრძელდება და ვერ ხვდებიან, რომ ღვარძლით და სიბინძურით თვითონ მყრალდებიან. სხვა რა უნდა ეწოდოს „რუსთავი ორის“ ეკრანიდან სექსუალური წაღმართ-უკუღმართობის საკითხით დაკავებული შოუმენი, ქინქლა, მაკლაკაჭი ქალბატონის სტალინის სიდიადის დამცრობად აწრიპინებას.

დღეს ჩვენთან ქინქლა, კოღო და სხვა პარაზიტი მწერის გამოჩეკვის ამინდია, ხვალ კი ისე გაქრებიან, როგორც ქრება ყველა არარაობა“.

2016 წლის 20 აპრილი