აქტუალური
ეკონომიკური ზრდა - საერთაშორისო დახმარების ხარჯზე...

investitionფინანსთა სამინისტროში 26 დეკემბერს გაიმართულ ბრიფინგზე მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 2010 წლის შედეგები შეაჯამა და 2011 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

წარმოდგენილ ანგარიშში მან გაამახვილა შეკრებილ ჟურნალისტთა ყურადღება იმაზე, რომ ქვეყანაში 2010 წელს 6 %–იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. მაგრამ იქვე დასძინა, რომ ზრდის გამომწვევ მიზეზად მოგვევლინენ ინვესტიციები და საერთაშორისო დახმარება. „ჰუმანიტარულ დახმარებასთან“ დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, თუმცა, შეიძლება კი ეკონომიკური ინვესტიციები ეწოდოს მიწებისა და მთელი დარგების, საწარმოო და რეკრეაციული ობიექტების გაყიდვას – მინისტრს აღარ დაუზუსტებია.

მინისტრის თქმით, 2010 წელს მოხერხდა ყველა პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსება, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება. 

ბაინდურაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სწრაფ აღორძინებას ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ტურისტული ზონის რეაბილიტაციამაც შეუწყო ხელი. 

ფინანსთა მინისტრმა 2011 წლის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება კვლავ პრიორიტეტულად რჩება.