რელიგია
2010 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ კი სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
აღსაყდრების იუბილე კათოლიკოს-პატრიარქს ტაძარში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უმრავლესობის წევრებმა მიულოცეს. პრეზიდენტი ტაძარში ქადაგებამდე მივიდა და სანთელი დაანთო.ინტრონიზაციის 33 წლის იუბილის აღსანიშნავად საპატრიარქოში მიღება 20 საათიდან დაიწყება. ყველა მსურველს შესაძლებლობა მიეცემა უწმინდესს აღსაყდრების იუბილე მიულოცოს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.