საზოგადოება
„ქართული ოცნება“ – 20%, „ნაცმოძრაობა“ – 19%, რატომ არ განსხვავდება ერთმანეთისგან IRI-ისა და NDI-ის კვლევის მონაცემები (საქინფორმი)

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. უკვე ცნობილია ის რიცხვები, რომლებმაც აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაში მოსახლეობის პოლიტიკური განწყობა დააფიქსირა. როგორც მოსალოდნელი იყო, კვლევის თანახმად, ქართულ ოცნებას 20%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაციონალურ მოძრაობასგამოკითხულთა 19% ემხრობა.

 კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - პასუხები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” - 20%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 19%, “თავისუფალი დემოკრატები”  - 13 %, ლეიბორისტები - 8%.

 საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, რომ აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახლავთ კონგრესი, სადაც, საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, ტრადიციულად მხოლოდ ორი ფრაქციაა - რესპუბლიკური პარტიიდან და დემოკრატიული პარტიიდან.

 თითოეულ ამ პარტიას აქვს თავისი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც, მიუხედავად ამისა, მხარს უჭერს - აფინანსებს მთავრობა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

 ამ ორგანიზაციებს ინსტიტუტები ეწოდებათ და წარმოადგენენ აზრის ფაბრიკებს (brains trust), რომლებიც მთელ მსოფლიოში პროამერიკული პოლიტიკური ძალების იდეოლოგიურ მხარდაჭერას და დაფინანსებას ეწევიან და ამას განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიის მშენებლობისა და პროგრესისთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას ეძახიან.

 რესპუბლიკურ პარტიასთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (International Republican Institute, IRI) ჰქვია. IRI- დირექტორიასენატორი არიზონას შტატიდან ჯონ მაკკეინი, წარსულში - ყველაზე უიღბლო ამერიკელი მფრინავი, რომელმაც ვიეტნამში ტყვეობის მთელი “ხიბლი” საკუთარ ტყავზე იწვნია.

 დემოკრატიულ პარტიასთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას საერთაშორისო საკითხების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (National Democratic Institute for International Affairs, NDI) ეწოდება. NDI- დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ჩეხი ებრაელი პრაღიდან, ლესბოსელი მარია იანა კორბელოვა, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, საქართველოში კი - დამატებით, როგორც თინა ხიდაშელის მეგობარი.

 IRI- და NDI- ფილიალები - ოფისები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია, იქ, სადაც პროამერიკულ ძალებს და “დემოკრატიას” ჯერ კიდევ სჭირდება წინ წაწევა”, მაგალითად - საქართველოში.

 IRI- და NDI- მთავარი ინსტრუმენტებია სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებსაც ისინი ამ ქვეყნებში ატარებენ დაგამოკვლევებს ეძახიან, ადგილობრივ მედია საშუალებებში შემდგომი პროპაგანდით. სინამდვილეში ეს “გამოკვლევები” არ იკვლევენ საზოგადოებრივ აზრს - ერგო, არ აფიქსირებენ მოქალაქეთა რეალურ განწყობას, არამედ იმ რეალობის მოდელირებასახდენენ, რომლის ხილვაც ამა თუ იმ ქვეყანაში უახლოეს მომავალში აშშ- სურს, ანუ - სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებსპროამერიკული ძალების სასარგებლოდ აყალბებენ!

 საქართველოში IRI და NDI ტრადიციულად მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილის პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მის დაბალრეიტინგულ, რუსოფობიით შეპყრობილ თანამოაზრეებს, რომლებიც საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსს ქადაგებენ, მაგალითად, საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას. IRI- და NDI- გამოკითხვები და ეგზიტპოლები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ იყო 2012 წლის 12 ოქტომბრის არჩევნების წინაც კი, სადაც ბიძინა ივანიშვილის პარტიაქართულმა ოცნებამ”, განრისხებულ ქართველ ხალხზე დაყრდნობით, სააკაშვილის პარტიასა და დიქტატურას გამანადგურებელი მარცხი აგემა.