სამართალი
ინციდენტი შავ ზღვაზე: ქართული მხარე თურქეთს აფრთხილებს

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. თურქული გამოცემა «Vatan»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია ინციდენტი, რომელიც სამი თურქული ხომალდის აფხაზეთის ნავსადგურში შესვლამ გამოიწვია (ავტორი - მეჰმედ ალიდემირი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთს „ოკუპირებულ ტერიტორიად“ მიიჩნევს. შესაბამისად, აფხაზეთის ნავსადგურებში გემების შესვლა კანონის დარღვევად კვალიფიცირდება. საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებმა თურქული გემები გააჩერეს და გაჩხრიკეს, თუმცა რაიმე ადმინისტრაციული და საჯარიმო ზომები მიღებული არ ყოფილა. მომხდარი ინციდენტის შესახებ საქართველოს სანაპირო დაცვამ თურქ კოლეგებს შეატყობინა და საერთაშორისო ნორმების დაცვისაკენ მოუწოდა. საქმის კურსშია თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროც, რომელმაც შავ ზღვაში მცურავი თურქული გემები გააფრთხილა, არ დაარღვიონ საქართველოს ტერიტორიული წყლები, რათა თურქეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობა არ დაზარალდეს.

როგორც ირკვევა, იმ სამი თურქული ხომალდიდან ერთ-ერთს ჯერ კიდევ 2012 წელს უკანონოდ გადაჰქონდა იარაღი კონტრაბანდის სახით. თურქეთის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კონტროლს გაამკაცრებენ.