პოლიტიკა
საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. “საქართველოში ამერიკის ელჩი ბატონი კელი ან უნდა გაემიჯნოს კონგრესმენ სტივ რასელის განცხადების პათოსს, ან მხარი დაუჭიროს მას. ზოგადად, ამერიკის ხელისუფლებამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია - ან გემიჯნოს აღნიშნულ განცხადებას, ან გაიზიაროს იგი. ეს ქართულ საზოგადოებას საშუალებას მისცემს აწონ-დაწონოს რეალური სიტუაცია და გაარკვიოს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია!” - აღნიშნული განცხადება ანალიტიკოსმა ვაჟა ბერიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე ახზე, ზვიად ავალიანის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ გააკეთა (ვიდეო იხ. აქ).